რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2015/10/mavtulxlarti.jpg)
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, შავერდაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე სარწყავი არხიდან წყლის გამოშვებას ცდილობდა.
ამ დროისათვის იგი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა