ბელა ჰადიდი მოდის კვირეულის დეფილეზე წაიქცა[Photo/video]
ნიუ-იორკის Fashion Week-ზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. სუპერმოდელი ბელა ჰადიდი დეფილეზე წაიქცა. მის კონფუზს ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს, – ინფორმაციას გამოცემა The Mashable ავრცელებს.
უხერხული ინციდენტის მიუხედავად ჰადიდი არ დაიბნა, მას გაეღიმა, წამოდგა და პოლიუმზე დეფილე გააგრძელა.
მოგვიანებით სუპერმოდელმა საკუთარ Twitter გვერდზე იხუმრა:
“მეგობრებო, დამავიწყდა მეთქვა, ახლა უკვე პროფესიონალი ბრეიკდანსერი გავხდი”.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის ბელა ჰადიდი სამოდელო ბიზნესით ერთი წლის წინ დაკავდა, ამის მიუხედავა იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41926″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]