ოდესის გუბერნატორი არჩევნების შედეგების დასაცავად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების დასაცავად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია NewsOne-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრაა. ოდესის გუბერნატორის განაცხადებით, იგი უკრაინის სამუდამო მიტოვებას არ აპირებს:
“მე არ ვტოვებ უკრაინია, არჩევნების შემდეგ საქართველოში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე უკრაინას მივატოვებ. საქმე არის იმაში, რომ საქართველოში ჩვენ ბრძოლას ვუგებთ რუს ოლიგარქს, რომელიც ახლა საქართველოს მართავს, მე კი, როგორც საქართველოსა და უკრაინის პატრიოტი ვიცავ საქართველოს არჩევნების შედეგებს, ამაშ არაფერი სენსაციური არაა.“- განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა ,რომ საქართველოში ჩასვლით იგი შესაძლოა დააპატიმრონ,თუმცა მას ამის არ ეშინია:
„მე უკრაინის მოქალაქედ ვრჩები, გიორგი მარგველაშვილი არ აკონტროლებს პოლიციას, ის არ აკონტროლებს საქართველოს სხვა სტრუქტურებს, თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მე არ ვფიქრობ, რომ ის შეძლებს მე რამე გამიკეთოს.“- განაცხადა სააკაშვილმა.