ირლანდიამ საქართველო დაამარცხა

6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა დუბლინში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.ქართველებმა პირველი ტაიმი მართლაც კარგად ჩაატარეს და ის ფეხბურთი ითამაშეს რომელსაც ქართველი ქომაგი დიდი ხანია ნატრულობს, ჩვენებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს თუმცა  სამწუხაროდ მეორე ტაიმამდე ანგარიში არ შეიცვალა. მეორე ნახევარში ტრადიციული ფეხბურთის თამაში გააგრძელეს ქართველმა ფეხბურთელებმა და 56-ე წუთზე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში –  საჯარიმოში შექმნილი არეულობით სეამუს კოულმენმა ისარგებლა და ამ გოლით ირლანდიელებს 3 ქულა მოუტანა. 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button