არჩევნებზე დასკვირვებლად 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 91 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დააკვირდება, ხოლო
საარჩევნო პროცესს 84 რეგისტრირებული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი გააშუქებს.
საარჩევნო უბანი კენჭისყრის ჩასატარებელი პროცედურებისთვის დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ამომრჩეველს, ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლება.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 საარჩევნო ოლქია. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 351388 4 შეადგენს. საპარლამენტო არჩევნებისთვის კი, სულ 816 რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატია.
ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 150 წევრიან პარლამენტს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.