გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხადა [Photo/video]
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მდებარე ქიმიურ კონცერნ BASF SE-ზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 მძიმედ დაშავდა, 2 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ინციდენტი საწარმოს საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც თხევადი აირების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტების ვარაუდით, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევას.
კომპანიში აცხადებენ , რომ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა არ მოჰყოლია, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას კონცერნის მუშაკთა განცხადების არ სჯერა, ვინაიდან ბევრ მათგანს სუნთქვის პრობლმები შეექმნა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუდვიგსჰაფენის მცხოვრებლებს კარ-ფანჯრის ჩარაზვა და ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44852″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]