ბათუმიდან მომავალი ტრაილერი ხრამში გადავარდა

ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზის, ძიმითის მონაკვეთზე, ტრაილერი ხიდიდან ხრამში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან ნაბეღლავის მიმართულებით მიდიოდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რის შედეგადაც სატვირთო, ხიდიდან გადავარდა.
ამ დროისთვის ოზურგეთიდან ჩოხატაურის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია, შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მანქანის ხრამიდან ამოყვანას ცდილობენ.
მძროლი გადაყვანილია ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.