კახეთში მოყვარემ სიძეს ყელი გამოჭრა
30 წლამდე ახალგაზრა მამაკაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცოლის ძმამ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.