ობამამ მეუღლესთან ერთად ჯექსონის სიმღერაზე იცეკვა [Video]

ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ და მისმა მეუღლე მიშელმა თეთრ სახლში უკანასკნელი ჰელოუინი იზეიმეს.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომელზეც სამხედრო მოხელეები და მათი ოჯახები მიიწვიეს, ობამების წყვილმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა Thriller-ის ფონზე იმპროვიზირებული ცეკვა შეასრულა.

“ამ დღეს შეგიძლიათ, მიშელს ყურადღება არ მოაქციოთ და ჯანსაღი კვება დაივიწყოთ”, – იხუმრა პრეზიდენტმა და ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.

https://www.youtube.com/watch?v=OKdhI1uhgRc

მსგავსი პოსტები

Back to top button