დედაქალაქის საკრებულოს სამი ახალი დეპუტატი ეყოლება

დედაქალაქის საკრებულოში, ახალი დეპუტატები შევლენ.

იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომაზე, საკრებულოს სამი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის საკრებულოში, ნინო გოგუაძეს გულია გოცირიძე შეცვლის, ბექა ნაცვლიშვილს ქეთევან მამულაშვილი, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს ზურაბ ქადაგიძე.

ვაკანტური ადგილები საკრებულოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკრებულოს დეპუტატებს, უფლებამოსილება შეუჩერდათ. საკრებულოს წევრობის მანდატის დატოვება მათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების გამო მოუწიათ.

დედაქალაქის საკრებულოში სამი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაიტანენ დასამტკიცებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button