საკოლექციო ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის გამოშვებას გეგმავს ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი საკოლექციო, ვერცხლის 5-ლარიან მონეტას გამოუშვებს. მონეტის დიზაინზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება, ვეცხლის 5 ლარიანი საკოლექციო მონეტის გამოშვების შესახებ, მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.
”2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად და ამ ღონისძიების მხარდაჭერის კუთხით ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება გამოუშვას, 5 ლარიანი ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტა, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქართული ღვინის, კულტურის და ქვეყნის პოპულარიზაციას”, – განაცხადა მელაშვილმა.
მონეტის დამზადებაზე ზარაფხანებს შორის კონკურსი მალე გამოცხადდება.