ქალის მკვლელობის ბრალდებით მისივე შვილი და კიდევ 4 პირი დააკავეს

თბილისში, 70 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, “70 წლის ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ დანა ჩაარტყეს და მოკლეს. გვამი ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თხრილში ჩაფლეს”.

გამოძიების ინფორმაციით, “ეს იყო რიტუალური მკვლელობა. ორი დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ერთი კი – დუმილის უფლებას იყენებს”, – განაცხადეს შს სამინისროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button