ყალბი კუპიურები – საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი მოქალაქე დააკავა.

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდა კუსტარული წესით დამზადებულ ყალბ 100 და 50 ლარიან კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია გასაღებული ყალბი ლარის ბანკნოტები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button