გზებზე შეზღუდვებია

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button