კლინიკა “ლანცეტს” ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერდა
ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ლანცეტს” ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა. ბრძანება რეგულირების სააგენტომ გამოსცა.
ამასთან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. როგორც ჟურნალისტებს „ლანცეტის“ უკვე ახალმა დირექტორმა, კახი კერეაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია.
რაც შეეხება ინფორმაციას, კლინიკა “ლანცეტში” ორი პაციენტის გარდაცვალების შესახევ, რომლებიც ტრანსპლანტაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კერეაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
“საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. გამოძიების დაინტერესების შეთხვევაში, თანახმა ვართ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებებს მივაწოდოთ”,-აღნიშნა კახი კერაულმა.