“ცოტნე გამსახურდიას განაჩენი გადაიხედება”

მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გამსახურდიას მთავარ პროკურტაურაში დღეს გააცნეს.
ცოტნე გამსახურდია სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა.
მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 2012 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.
2007 წელს მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი წარუდგინეს, რაც ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს.