ჯვრის უღელტეხილზე 60-მდე მანქანაა ჩარჩენილი

60-მდე მანქანა მეოთხე დღეა, ჯვრის უღელტეხილის დატოვებას ვერ ახერხებს.
რუსეთიდან მოძრავი ავტომობილები გზაში დიდთოვლობის გამო ჩარჩნენ.
მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ამოეწურათ როგორც საწვავი, ასევე საკვები, გზის გაწმენდა კი ამ დრომდე არ დაწყებულა.
გზების დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჯვრის უღელტეხილის მიდამოებში გზის გამწმენდი სამუშაოები არ მიმდინარეობს. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, მიზეზი ზვავსაშიშროებაა. დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გზის წმენდა შესაძლოა, ხვალიდან დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ 60-მდე მანქანა მეოთხე დღეა, ჯვრის უღელტეხილის დატოვებას ვერ ახერხებს.