პაკისტანის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Video]

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო Regent Plaza Hotel-ში ძლიერი ხანძარი მოხდა, შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება ABCNews.

70-ზე მეტმა ადამიანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.

პოლიციის მონაცემებით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში გაჩნდა და სართულებს სწრაფად მოედო, რამაც პერსონალისა და სტუმრების ბლოკირება გამოიწვია.

ადგილობრივმა ტელევიზიამ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ალმოდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ზეწრების მეშვეობით.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button