“ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ვაზიანისკენ დაიძრა”
ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ დაიძრა.
ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე იტყობინება. სამხედრო აღჭურვილობას საქართველოში სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩამოიტანენ. აღნიშნულ სწავლებაში დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნა საველე სწავლებასაც მოიცავს. მისი ამოცანაა, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოსა და აშშ-ის ჯარების თავსებადობის ამაღლება.
წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11-25 მაისს გაიმართება.