ზიმბაბვეს 92 წლის პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს [Video]

მსოფლიოში უხუცესმა მოქმედმა სახელმწიფოს მეთაურმა, ზიმბაბვეს 92 წლის პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ 2018 წლის არჩევნებში ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავებაზე სურვილი გამოთქვა, – იუწყება Associated Press.

მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან მართავს. ქვეყანაში ბოლო არჩევნები 2013 წელს ჩატარდა. მაშინ მან ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მაინც გაიმარჯვა.

თავად სახელმწიფოს მეთაურმა მრავალჯერ განაცხადა, რომ ქვეყნის მართვას სიკვდილამდე აპირებს.

ზიმბაბვე მსოფლიოში უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება. ქვეყანა, რომელიც ამჟამად ურთულეს ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება, ჰიპერინფლაციასა და ბიუჯეტის უმწვავეს დეფიციტს განიცდის.

გამოცემის ინფორმაციით, მუგაბეს ოპოზიციის შევიწროებასა და დიქტატორობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button