არგენტინა ძლიერმა წყალდიდობამ წალეკა [Video]

ძლიერმა წვიმამ, რომელიც არგენტინის სამხრეთს თავს დაატყდა, წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წყალდიდობით დაზარალებული რაიონებიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო – 2 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა-ნაგებობა წყლის წვეშ აღმოჩნდა, დატბორილია ცენტრალური მაგისტრალები, რომელიც ბუენოს-აირესს დაზარალებულ რაინებთან აკავშირებს. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.