სიფრაშვილების 6 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა [ფოტო]

15820089_1646518632315714_746659352_nლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს უკვე საკუთარი სახლი აქვს.

სახლის გასაღები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დღეს საზეიმოდ გადასცეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი 15749855_1646518585649052_1776373322_nქადაგიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ.

სახლის შეძენისათვის ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სიფრაშვილების 6 შვილიანი ოჯახი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, ყოფილი ფოსტის შენობაში, გაუსაძლის და არადამიანურ პირობებში ცხოვრობდა. მათ საკვების მოპოვებაც უჭირდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button