სკარლეტ იოჰანსონი წლის ყველაზე საკასო მსახიობად გამოაცხადეს [Video]
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, სკარლეტ იოჰანსონმა 2016 წლის ყველაზე საკასო მსახიობთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მსახიობი ლიდერი გახდა ფილმ “Captain America: Civil War”-ის მიერ მსოფლიო გაქირავებაში მოპოვებული დიდი პოპულარობის წყალობით.
ამ ფილმზე 1,2 მილირდი დოლარის ღირებულების ბილეთი გაიყიდა. რეიტინგში მეორე ადგილი გაინაწილეს კრის ევანსმა და რობერტ დაუნი-უმცროსმა. მესამე ადგილი “თვითმკვლელთა რაზმის” ვარსკვლავმა – მარგო რობიმ დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში სკარლეტ იოჰანსონი ყველა დროის ყველაზე საკასო მსახიობად გამოაცხადეს. მისი მონაწილეობით 37 ფილმმა ამერიკულ კინოგაქირავებაში 3,3 მილიარდი დოლარი მოაგროვა. ამრიგად, იოჰანსონი მსახიობ ქალთა შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო კინომოღვაწეთა საერთო რეიტინგში – მეათეს, რომელსაც სათავეში კვლავ ჰარისონ ფორდი უდგას.