აშშ-მ პანკისელ ბათირაშვილზე ინფორმაციისთვის 5 მილიონი დააწესა
ვაშინგტონი ისლამური სახელმწიფოს ლიდერებზე ინფორმაციისთვის ჯოლდოდ 20 მილიონ დოლარს აწესებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ერაყში ჯიჰადისტთა მეთაურის, რაჰმან მუსტაფა კადულიზე ინფორმაციის მიმწოდებელი 7 მილიონ დოლარს მიიღებს, პანკისის მცხოვრებ თარხან ბათირაშვილზე, იგივე ომარ ალ-შიშანზე ჯილდოდ 5 მილიონია დაწესებული.
ასევე 5 მილიონს მიიღებს ინფორმატორი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” პრეს-მდივან აბუ მუჰამედ ადნანზე ინფორმაციას მოიპოვებს.
ცნობისთვის: პანკისელი ალ-შიშანის შესაძლო დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა.