მარგველაშვილი უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ სცენარს ეხმაურება

პრეზიდენტმა დღეს დევნილ ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა.

საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო. გიორგი მარგველაშვილმა დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული შესაძლო სცენარის შესახებ დღეს საუბარი არ მოისურვა.

ჟურნალისტების შეკითხვას მის გადადგომასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ დღეს ამაზე სასაუბრო დრო არ არის და ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. პრეზიდენტის სასახლეში წარმოდგენას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მართავდნენ.

მოუსმინეთ გიორგი მარგველაშვილის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button