„მის ჰელსინკი-2017“-ის ტიტული ფერადკანიანმა სეფორა იკალაბამ მოიპოვა [Photo/Video]

„მის ჰელსინკი-2017“-ის ტიტული ფინეთის დედაქალაქის მკვიდრმა – ფერადკანიანმა სეფორა იკალაბამ მოიპოვა, – გვაცნობებს ფინური პორტალი
19 წლის სეფორა წარმოშობით ნიგერიელია, მისი სიმაღლე 165 სანტიმეტრს შეადგენს. იგი ჰელსინკის ერთ-ერთ გიმნაზიაში მესამე კურსზე სწავლობს და პარალელურად ფიტნესის ინსტრუქტორად მუშაობს. მას ბოიფრენდიც ჰყავს. გოგონა იმედს გამოთქვამს, რომ ჰელსინკის პირველი ლამაზმანის წოდება შეყვარებულთან ურთიერთობას არ დაუძაბავს.
„კონკურსებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ, მაგრამ სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც ახლა არ გაგიმხელთ. მსურს, რომ ადამიანებმა ყველა ლამაზმანი სათანადოდ შეაფასონ, ვინაიდან ჩვენ სულელი გოგონები არ ვართ“, – განაცხადა იკალაბამ.
[print_gllr id=50739]