სტამბოლში დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა და ავიამიმოსვლა პარალიზებულია [Photo/Video]

სტამბოლს თავს ძლიერი დიდთოვლობა დაატყდა, რის შედეგად იქ ცხოვრება პარალიზებულია, – იუწყება Global News.

ქალაქის ქუჩებში ნამდვილი სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. გზატკეცილებზე მრავალკილომეტრიანი საცობები ფიქსირდება, რის გამოც ადამიანებს სამსახურებამდე მიღწევის საშუალება არ აქვთ. სტამბოლის ხელისუფლებამ ტრამვაისა და მეტროს მუშაობა სადღეღამისო რეჟიმზე გადაიყვანა.

უამინდობის გამო ქვეყნის უმსხვილესმა ავიაგადამყვანმა, Turkish airlines-მა ათათურქისა და საბიჰა გოგჩენის აეროპორტებში 227 საერთაშორისო და შიდა რეისები შეაჩერა. ამის გარდა, ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა აიკრძალა. ძლიერი ქარბუქის გამო სრუტის აკვატორია ნისლში გაეხვია, ქალაქის ყველა სკოლა დაიხურა.

გამოცემის ინფორმაციით, თოვლის საფარმა 110 სანტიმეტრს მიაღწია, ქალაქის ქუჩებში კომუნალური სამსახურები აქტიურად მუშაობენ. სინოპტიკოსის პროგნოზით, დიდთოვლობა სტამბულში 13 იანვრამდე გასტანს.

[print_gllr id=50790]

მსგავსი პოსტები

Back to top button