ძლიერი ხანძარი “ბავშვთა სამყაროს” შენობაში

მეხანძრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 03:00 საათისთვის გაჩნდა. მეხანძრეები უკვე რამდენიმე საათია ადგილზე მუშაობენ.

ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის თითქმის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რა ვერსიები აქვს გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button