სავარაუდოდ ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებს მიაკვლიეს გურჯაანში

სოფელ გურჯაანში უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს. თიხის ჭურჭელი, სამკაული და სამი სამარხი ნადაშვილების ოჯახმა მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინა.
გურჯაანის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, ე.წ ორმოსამარხები გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და მისი შესწვლა-გამოკვლევა აუცილებელია.
მარკოზაშვილი არ გამორიცხავს, რომ წარსულში აღნიშნულ ადგილზე სასაფლაოც ყოფილიყო. აღმოჩენილი ნივთები გურჯაანის ეთნოგრაფიულ საცავს გადაეცა, სადაც მისი შესწავლა იწყება.
ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნამოსახლარი აღმოაჩინეს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში.