დღეს საქართველოში ითოვებს – სინოპტიკოსების პროგნოზი

დღეს, 13 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალურ ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება 1-დან 6 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2-დან +3 გრადუსამდე. ღამით ყინვა შენარჩუნდება.
კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ითოვებს, ასევე ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოშიც.
დედაქალაქშიც მცირე თოვლია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის სუსტი ქარი. მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდა -1-2 გრადუსის ფარგლებში, დღის განმავლობაში კი ტემპერატურია 0-დან +2 გრადუსამდე იქნება.