ე.წ “ციანიდის საქმეში” ახალი მოწმე ირმა ჭკადუაა
დეკანოზის დაკავების სკანდალურ საქმეში საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება კიდევ ერთი მოწმე.
პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელსაც საქმის სხვა ფიგურანტების მსგავსად გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული. შესაბამისად ის საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს.
ჭკადუას თქმით, სახელმწიფო დაცვის გამოყოფის საკითხი მასთან დაკავშირებით არ დამდგარა.
როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა.