გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 31 მარტამდე გაგრძელდება. პროცესი სამ ეტაპიანია.
აბიტურიენტები პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდნენ, აირჩიონ საგნები და ფაკულტეტები. საგნების შეცვლის უფლება მათ 20 მაისამდე აქვთ.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების შეცვლას, ამის შესაძლებლობა სტუდენტებს გამოცდების შედეგების გაგების შემდეგაც შეეძლებათ, თუმცა ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
დღეიდან იწყება ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია.