ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – დაშავდა პოლიციელი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე მოძრავ კრიმინალური პოლიციის პიკაპს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა, ჰონდას მარკის მანქანა დაეჯახა.

დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ.

ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button