“თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდით, ხარჯები 40 მილიონით გაიზარდა”

“თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდის შედეგად, საბიუჯეტო ხარჯები 40 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ხარჯი გასწიოს თვითმმართველი ქალაქებისთვის, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ეს თანხები დაიხარჯოს რეგიონებში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად”, – ეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
ალავიძის თქმით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაგრძელდება.
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირება 29 მარტს 120-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ გააპროტესტა.
მათ აზრს იზიარებს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ საქართველო რეფორმების გზით მიდის და ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.