თვითმმართველი ქალაქების შემცირება – ინიციატივა დარეგისტრირდა

თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.

მთავრობის მიერ წარდგენილი სიახლის განხილვას კომიტეტები დაიწყებენ. რა ფორმით შევიდა პარლამენტში კანონპროექტი, ჯერ უცნობია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უქმდება სტატუსი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის.

უმრავლესობა პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით მიიღებს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა რეგიონებში დემოკრატიზაციის ხარისხს შეამცირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button