ქუთაისში გვირილობას აღნიშნავენ

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. ქუთაისი უცხოელ სტუმრებსაც მასპინძლობს. გვირილობის დღესასწაული 4 მაისამდე გაგრძელდება.

ქუთაისში, გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს, გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button