სასამართლომ ციხის 6 ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ციხის 7-ვე ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ოფიცრებს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება. პროკურატურა საქმეზე ბრალდებული 7 პირისგან პატიმრობას მხოლოდ 6 პირზე ითხოვდა.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 600-მდე ყოფილი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირია გამოკითხული. ბრალდებულთა ადვოკატებმა სხდომაზე დაკავებულების გათავისუფლებაზე იშუამდგომლეს, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ზოგიერთი დაკავებულის ჯანრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა მათი მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.