სასულიერო პირები და მრევლი თბილისში რამდენიმე ადგილას არიან შეკრებილი

ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ხუთ ადგილზე სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა. ეს ადგილებია:ფილარმონია, ვარდების მოედანი, ოპერა, პარლამენტი და პუშკინის სკვერი.
9 აპრილის ქუჩაზე სასულიერო პირებთან ერთად ე.წ. “ოჯახის სიწმინდის დამცველები” იმყოფებიან. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მთელი დღე იმოძრავებენ და ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმის გამართვის უფლებას არ მისცემენ.
გადაიხდიან პარაკლისს, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მოეწყობა მსვლელობა ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს. დაჯილდოვდებიან რვა და მეტშვილიანი ოჯახები. ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.
ფოტო აჭარის ტელევიზია