ჟურნალისტები სხდომაზე ტომარაჩამოცმულები შევიდნენ

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ჟურნალისტები ესწრებიან, რომლებმაც აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტეს. ჟურნალისტებმა კომიტეტის სხდომაზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს და აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს.

ისინი პროტესტის მდუმარე ფორმას მიმართავენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის სწრაფ და დროულ გამოძიებას ითხოვს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს ვადები, თუ რა პერიოდში მოხდება საქმის ძიების დასრულება. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა სამართალდამცავებს საქმის გამოძიება უნდა აცადონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button