“პოლიციელები დაკავებულს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ” [Audio]

“პოლიციელები დაკავებულს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ”, – ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.
ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდებულს დაკავებისას სამართალდამცველებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სახალხო დამცველი მომხდარზე პროკურატურის რეაგირებას ელოდება.
მან საგამოძიებო უწყებას საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და დეტალები უკვე მიაწოდა.
მოუსმინეთ უჩა ნანუაშვილის ხმას ►
დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტს შეეხება, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.