არაგვში 22 წლის ახალგაზრდას გვამი იპოვეს

ადიდებულმა არაგვმა 22 წლის ახალგაზრდა გაიტაცა ფასანაურში. მისი გვამი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ხანდოს ხევში იპოვეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მისი მეგობარი მდინარეში ხიდიდან გასაგრილებლად გადახტა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ახალაგზრდის პოვნას მდინარეში სამაშველო სამსახურის მისვლამდე ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.