“საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს”

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა, წყლის დონემ მოიმატოს.
“12 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 16 ივნისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა”.
ამასთან, ელჭექის დროს ზოგან ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.