მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის გირაოს სახით 50 ათას ლარს გადაიხდის.
დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
მანამდე ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა სასამარლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. უფრო კონკრეტულად, კი მისი თქმით, ხელები გადაუგრიხეს და შარვლის მარცხენა ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, შემდეგ კი ჩრეკის დროს სხვა ნივთებთან ერთად, ისიც ამოიღეს.
მიხეილ მგალობლიშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა მას მანქანაშივე უთხრეს, რომ ვიდეო კლიპის გამო დააკავეს და დასცინოდნენ.
როგორც მგალობლიშვილმა მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ მას განუცხადეს, აღაირების შემთხვევაში სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.