“თუშეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია”

“ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე საავტომობილო გზა მეწყრული მასისაგან სრულად გაწმენდილია, საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით”, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყებაში ამბობენ, რომ გზის დამატებით გაწმენდითი სამუშაოები კიდევ გრძელდება.
თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.
აპრილის თვეში განმეორებითი – დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასებს ჩამოწვა, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.