ლონდონში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ლონდონში 12-მდე გაიზარდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 70-მდე დაშავებულიდან კრიტიკულ მდგომარეობაშია 20 ადამიანი.

ცეცხლი 24-სართულიან სახლს გაუჩნდა. ხანძრის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. ტრაგედიის გამო ბრიტანელმა კონსერვატორებმა და უნიონისტებმა გადადეს მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაყოვნდება ევროკავშირთან “ბრექსიტის” შესახებ მოლაპარაკების დაწყება, რაც 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button