აფგან მუხთარლის საქმე ევროპარლამენტში [Audio]

აფგან მუხთარლის ადვოკატი გამოძებას ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების დაგვიანებით ამოღებაში ადანაშულებს. არჩილ ჩოფიკაშვილი უკვე გაეცნო საქმის მასალებს, რომელიც მისი შეფასებით, არ ასახავს რეალობას. ადვოკატის განმარტებით, საქმეში დევს არა უშუალოდ გატაცების ადგილას, არამედ ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე დამონტაჟებული ქუჩის სათვალთავალო კამერით გადაღებული კადრები. მისივე თქმით, დაკითხულია 200-მდე მოწმე, თუმცა, ვერცერთი საუბრობს მნიშვნელოვან დეტალებზე და ამბობენ, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. დაცვის მხარე კვლავ საუბრობს საქმის პროკურატურისთვის გადაცემის აუცილებლობაზე.

არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა ►

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მოუწია საუბარი შეერთებულ შტატებში ვიზის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს სახალხო დამცველს. დეტალებით ამერიკული მხარე დაინტერესდა. უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კონგრესმენებს, გენშტაბის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ომბუდსმენმა მათ საქართველოში ადამიანის უფელბების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

უჩა ნანუაშვილის ხმა ►

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხმიანება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზურნველყოს საქმის დროული და ობიექტური გამოძიება. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს პროკურატურას, საქმის ძიება გადაიბაროს და აფგან მუხთარლის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ქვეყნის იმიჯის შელახვის საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

გიორგი მგელაძის და გიორგი ბერაიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button