პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ წერილით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

“გუშინ საზოგადოებამ მოისმინა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავზებულ პროექტს კონსტიტუციური რეფორმის, რომელიც განხილული იქნა ქართული საზოგადოების მიერ, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ. ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციიდან, მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული იყვნენ, რომ პრეზიდეტი განკარგულებას ხელს აუცილებლად მოაწერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, სხდომას მაინც გამართავდნენ.

რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button