ყალბი აქციზური მარკების დამზადება – დაკავებულია ორი პირი

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება – გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები მარკების რეალიზაციის დროს აიყვანეს”.

ასევე გამოავლინეს საწარმო, სადაც ბრალდებულები ყალბ აქციზურ მარკებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამზადებდნენ.

დაკავებულებს თუ ბრალს დაუმტკიცებენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button