ჰერეთმა 3 რადიოს ერთობლივი აპლიკაცია Google – ზე განათავსა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა თავის 3 რადიოსადგურის: ჰერეთის, თბილისის FM93.5 და Relax Web Radio – ს პირდაპირი ეთერის აპლიკაცია Google Play- ში განათავსა.
დღეიდან, 27 ივნისიდან,ყველას ვინც ანდროიდ ტექნოლოგიის სმარტფონებით სარგებლობთ ჩვენი მოძებნა და მოსმენა Play Store – ში სახელით: Tbilisifm – შეგეძლებათ.
2011 წლის სექტემბრიდან, რადიო ჰერეთი პირველი ქართული რადიომაუწყებლობა იყო Apple-ს ქსელშიც, ხოლო 2012 წლის 8 ივლისიდან, ჰერეთი ანდროიდზეც.
ჰერეთი 1998 წელს დაფუძნდა და დღიდან დაარსებისა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიაა.