ბუკიკიომ ახალი კონსტიტუციის გარშემო ვითარებას “კრიზისული” უწოდა [Audio]

“მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები”, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.

მოუსმიენთ ჯანი ბუკიკიოს ხმას ►

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამდის.

მოუსმინეთ გიორგი მარგველაშვილის ხმას ►

ამ მოსაზრებების მიუხედავად მმართველი გუნდის პოზიცია მაინც განსხვავებულია.

მოუსმინეთ მამუკა მდინარაძის ხმას ►

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ახლა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი, პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

მოუსმინეთ არასაპარლამენტო ოპოზიციიდან პაატა დავითაიას და კახა კუკავას ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button